შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა დღეს "მედიაპალიტრაში" მიმდინარე შემოწმებასთან დაკავშირებით გაავრცელა მორიგი განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ უკვე დასრულებულია გეგმური სასაქონლო-მატერიალური ინვენტარიზაცია "მედიაპალიტრის" 3 საწარმოში. განცხადების მიხედვით, ამ ეტაპზე გეგმური ინვენტარიზაცია მიმდინარეობს "მედიაპალიტრის" მხოლოდ ერთ ორგანიზაციაში – შპს "გამომცემლობა პალიტრა L"-ში. შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ ეს პროცესიც მცირე ხანში უნდა დასრულდეს და იმედოვნებს, რომ ეს პროცესი არ შეაფერხებს ორგანიზაციის სამუშაო რეჟიმს.
ყველაზე პოპულარული
1