Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილია მეორემ და გარეგინ მეორემ სადავო საკითხებზე იმსჯელეს


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და სომეხთა კათოლიკოსი გარეგინ მეორე შეთანხმდნენ, რომ დაიწყება მუშაობა სომხეთსა და საქართველოში სომხური და ქართული ეკლესიებისათვის იურიდიული სტატუსის მინიჭების, აგრეთვე სადავო ეკლესიების საკითხის მოგვარებაზე. ილია მეორემ დღეს საპატრიარქოში მიიღო გარეგინ მეორე, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად. მიღებამდე კი გაიმართა ორი ეკლესიის წინამძღოლების შეხვედრა დახურულ კარს მიღმა. ოფიციალურ შეხვედრაზე სომეხთა კათოლიკოსმა დასვა სომხური ეკლესიისთვის საქართველოში იურიდიული სტატუსის მინიჭებისა და სომხური ეკლესიების დაბრუნების საკითხი. თავის მხრივ, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა დააყენა სომხეთში ქართული ეკლესიისთვის სტატუსის მინიჭების და იქ არსებული ქართული ეკლესიების დაბრუნების საკითხი.
XS
SM
MD
LG