Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის უსაფრთხოების ძალებმა 15 კაცი მოკლეს


სირიელი უფლებადამცველები იუწყებიან, რომ უსაფრთხოების ძალებმა 15 კაცი მოკლეს, ქვეყნის მასშტაბით, პრეზიდენტის ბაშარ ალ ასადის საწინააღმდეგო მრავალათასიანი დემონსტრაციების დაშლის შედეგად პარასკევს. დაღუპულთა შორის არიან დამასკოს, ჰომსისა და კისვაჰის მოქალაქეები. სირიის სახელმწიფო ტელევიზიამ კი დამასკოს ერთ-ერთ გარეუბანში ადამიანების დახოცვაში დაადანაშაულა უცნობი შეიარაღებული პირები. აქტივისტების თქმით, მარტის თვიდან მოყოლებული 1 300 ადამიანი დაიღუპა და ათეულ ათასობით ლტოლვილად იქცა ხელისუფლების მიერ ანტისამთავრობო გამოსვლების ძალით ჩახშობის შედეგად. სირიის ხელისუფლება თავის მხრივ აცხადებს, რომ არეულობების დროს, ისლამისტმა მებრძოლებმა და შეიარაღებულმა ბანდებმა უსაფრთხოების ძალების 200-მდე წარმომადგენელი მოკლეს.
XS
SM
MD
LG