Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინსკში მშვიდობიანი დემონსტრანტები კვლავ დააკავეს


უფლებათდამცველების თქმით, მინსკში სამართალდამცველებმა ათობით დემონსტრანტი და რამდენიმე ჟურნალისტი დააკავეს. ბელორუსიის დედაქალაში მეოთხედ გაიმართა „მდუმარე პროტესტად“ მონათლული არასანქცირებული სამოქლაქო აქცია. ოთხშაბათს ადამიანების ჯგუფი შეიკრიბა მინსკის ცენტრში, ოქტომბრის მოედნის შორიახლოს, სადაც ქალაქის ხელისუფლებამ თავის მხრივ მოაწყო საპროტესტო აქციის ალტერნატიული დისკოთეკა. სოციალურ ქსელში გრძელდება ხელმოწერების შეგროვება, რომლის ავტორებიც მოსახლეობას მოუწოდებენ ლოზუნგებისა და ტრანსპარანტების გარეშე გამოვიდნენ ბელორუსიის ცენტრალურ მოედნებზე, რათა ხელისუფლებამ ისინი არ დაადანაშაულოს არასანქცირებული მიტინგების ჩატარებაში.
XS
SM
MD
LG