Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰიზბოლას ლიდერი იცავს ლიბანის პრემიერ-მინისტრის მკვლელობაში ეჭვმიტანილებს


ექსტრემისტულ ორგანიზაცია "ჰიზბოლას" ლიდერი, ჰასან ნასრალა გმობს ლიბანის პრემიერ-მინისტრ რაფიკ ჰარირის მკვლელობის გამოძიებას, რომელსაც გაეროს ეგიდით მოქმედი ტრიბუნალი აწარმოებს. ამ პროცესს ნასრალა ისრაელის შეთქმულებად მიიჩნევს. მისივე თქმით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ოთხი პირი არის მისი ორგანიზაციის „პატივსაცემი“ წევრი. ამის შესახებ ჰასან ნასრალამ ტელევიზიაში ისაუბრა: ეს იყო მისი პირველი საჯარო გამოხმაურება ხუთშაბათს გავრცელებულ ცნობაზე, ლიბანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მკვლელობასთან დაკავშირებით წაყენებული ბრალდებების შესახებ. "ჰიზბოლას" ლიდერმა გამორიცხა მკვლელობასთან დაკავშირებით მისი ორგანიზაციის წევრების დაპატიმრება და განაცხადა, რომ გაეროს ეგიდით მოქმედი ტრიბუნალის მიზანია ლიბანში განხეთქილების დათესვა. რაფიკ ჰარირი 22 ადამიანთან ერთად დაიღუპა 2005 წელს მოწყობილი აფეთქების შედეგად.
XS
SM
MD
LG