Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო ბურჯანაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში მართავს შეხვედრებს


"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარემ და „სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს წევრმა ნინო ბურჯანაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში შეხვედრები გამართა. ახალი ამბების სააგენტო „მედიანიუსის“ თანახმად, ნინო ბურჯანაძემ, სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციის ხელმძღვანელებს დეტალური ინფორმაცია გააცნო ხელისუფლების მხრიდან მიმდინარე ტერორზე განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეთა მიმართ და გადასცა დოკუმენტთა პაკეტი, ვიდეო- და ფოტომასალა, 26 მაისს და მის შემდგომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე. “გრძელდება ინტენსიური მუშაობა, რომ მსოფლიომ შეიტყოს ქვეყანაში იმ ანტისახელმწიფოებრივ, არადემოკრატიულ და ანტიკონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკვშირებით, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმმა და მისმა ჯიბის პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო, რომ ევროპაში გაჩნდა ახალი დიქტატორი და უკვე საკანონმდებლო დონეზე ყოველდღიურად იდგამს ფესვს”, - აცხადებენ ნინო ბურჯანაძის პარტიაში.
XS
SM
MD
LG