პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა, ტრადიციულად, დეპუტატთა განცხადებებით გაიხსნა. გია ცაგარეიშვილმა, თავმჯდომარემ ახლად შექმნილი ფრაქციისა ”ერთობა სამართლიანობისთვის”, დაპირებისამებრ, სხდომაზე თავისი ფრაქციის წევრის, ჯონდი ბაღათურიას პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე არჩევის საკითხი დააყენა. ამას გარდა, მთავარი დებატები წარიმართა დღის წესრიგში მე-6 საკითხად მონიშნული საკანონმდებლო ცვლილების გარშემო. ეს გახლავთ ცვლილებები ”საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში” და ”მეწარმეთა შესახებ” კანონში. ცვლილებების შედეგად შესაძლებელი ხდება სახელმწიფო ქონების აქციებისა და წილების უცხოურ ბირჟებზე პრივატიზება.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განცხადების გასაკეთებლად პირველად ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე გია ცაგარეიშვილი გამოვიდა და კიდევ ერთხელ მოითხოვა განეხილათ მისი ფრაქციის წევრის, ჯონდი ბაღათურიას, ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე არჩევის საკითხი. ჯონდი ბაღათურიამ კი, თავის მხრივ, საპარლამენტო ნდობის ჯგუფსა და ევროპულ დელეგაციებში წარმომადგენლის ყოლის უფლების მინიჭება მოითხოვა. პირველი საკითხის განხილვაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ უარი განაცხადა, რადგან არსებობს საპროცედურო კომიტეტის შესაბამისი უარყოფითი დასკვნა. რაც შეეხება მეორე საკითხს, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯომარემ ხათუნა გოგორიშვილმა ჯონდი ბაღათურიას მიუგო, რომ მათი ფრაქციის წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე არის ევროპული დელეგაციების წევრი და ეს საკმარისია:
”სხვათა შორის, როგორც ჩემთვის ცნობილია, რამდენიმე დღეში ბატონი დიმიტრი [ლორთქიფანიძე] ეუთოს მუდმივმოქმედი დელეგაციის შემადგენლობაში მიემგზავრება. ასე რომ, ბატონო ჯონდი, თქვენი ფრაქციის ხმას ნამდვილად გაიგებს ეუთოში დამოუკიდებელი ევროპა. ”
პლენარული სხდომის დაწყებისთანავე საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ვეფხვაძე, განსახილველი საკითხებიდან ამოღებას ითხოვდა ”საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტსა” და ”მეწარმეთა შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ მსჯელობას. ლევან ვეფხვაძის განცხადებით, უმჯობესი იქნებოდა, თუ პარლამენტში პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური მივიდოდა და მეტ არგუმენტაციას წარმოადგენდა საკითხთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, საქართველოს მთავრობას საშუალება ექნება, ახალი კაპიტალის მოზიდვის მიზნით, სახელმწიფო საწარმოთა აქციები საერთაშორისო ბირჟებზე განათავსოს. საქართველოს მთავრობა ლონდონის, ნიუ-იორკისა თუ ვარშავის ბირჟებზე აქციების 15-20-25%-ის განთავსების შესაძლებლობას ისეთ კომპანიებში განიხილავს, როგორიცაა, მაგალითად, რკინიგზა, ნავთობისა და გაზის კორპორაცია, ელექტროსისტემა და სხვა სახელმწიფო კომპანიები. ხელისუფლების ოპონენტები კი ამაში იმ საფრთხეს ხედავენ, რომ შესაძლოა სტრატეგიული ობიექტების დიდი წილი დაინტერესებული მეზობელი სახელმწიფოების ხელში აღმოჩნდეს. „ქრისტიან- დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის გიორგი თარგამაძის განცხადებით, ხელისუფლება ეკონომიკურ ინტერესსა და პოლიტიკურ ინტერესს შორის კავშირს ვერ ხედავს. მეტიც, მისი განცხადების თანახმად, თუნდაც რკნიგზის აქციების ფლობით შეიძლება რეგიონში დაძაბულობა შეიქმნას:
”აზერბაიჯანიც, სომხეთიც იქნება დაინტერესებული შეიძინოს ეს აქციები საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესების დასაცავად. თუკი აზერბაიჯანული სახელმწიფო ან კერძო კომპანიები შეიძენენ ამ აქციებს, ეს ნიშნავს, რომ სომხეთი მოექცევა აბსოლუტურ ბლოკადაში; თუკი სომხები შეიძენენ, ეს ნიშნავს, რომ აზერბაიჯანული ინტერესები და ბალანსი რეგიონში იქნება დარღვეული. ამით მე იმის თქმა მინდა, რომ არ არსებობს ქვეყანა, დაწყებული რუსეთით და დამთავრებული რეგიონის სხვა ქვეყნებით, რომელთა ეკონომიკური აქტივობაც საქართველოს ტერიტორიებზე არ წარმოადგენდეს დამატებითი დაძაბულობის ფაქტორებს და არ ქმნიდეს საფრთხეებს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური უსაფრთხოებისათვის.”
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის გიორგი თარგამაძის განცხადებით, ისინი თავად გეგმავენ შეიმუშაონ საკანონმდებლო წინადადება, რომელიც სტრატეგიული ობიექტების უსაფრთხოების გარანტიებს გაამყარებს, და ამ ინიციატივას პარლამენტს პროექტის მეორე მოსმენამდე წარუდგენენ. გიორგი თარგამაძეს და სხვა ოპონენტებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ზურაბ მელიქიშვილი გამოეხმაურა. მისი მტკიცებით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები მხოლოდ წაადგება ქართულ ეკონომიკას:
”ჩვენ ვგულისხმობთ იმას, რომ უნდა შემოვიდეს ინვესტიციები, უნდა გაიზარდოს ამა თუ იმ საწარმოს კაპიტალი, შევინარჩუნოთ და გავზარდოთ ამ საწარმოებში დაკავებული პერსონალი, ასევე გავზარდოთ საქართველოს ბიუჯეტში შემოსავალი. აი, ეს არის ამოსავალი. რაც შეეხება იმ საშიშროებებს, იმ ვარაუდებს, იმ ფიქრებს, რომელიც მუდმივად ისმის თქვენგან, გიპასუხებთ, რაც არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ამ საწარმოების საკონტროლო პაკეტი მუდმივად დარჩება საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაში.”
საბოლოოდ, ”საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში” ცვლილებებს, პირველი მოსმენით, 96 რეგისტრირებული დეპუტატიდან 92-მა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი არავინ ყოფილა.

არ არსებობს ქვეყანა, დაწყებული რუსეთით და დამთავრებული რეგიონის სხვა ქვეყნებით, რომელთა ეკონომიკური აქტივობაც საქართველოს ტერიტორიებზე არ წარმოადგენდეს დამატებითი დაძაბულობის ფაქტორებს ...