Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო აცხადებს, რომ ზაზა ხუხუა დღემდე „ატუს" თანამშრომელია


თბილისის მერიის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო. მან დაადასტურა, რომ ზაზა ხუხუა ”ქართუ ჯგუფში” შემავალი ასოციაციის „ატუს" თანამშრომელია და ოპერის თეატრის რეკონსტრუქციის პროცესში მონაწილეობდა. ბიზნესმენის პრესსამდივნოს ცნობით, ზაზა ხუხუა დაქირავებულ მუშად „ატუში" 2011 წლის 5 მაისიდან მუშაობს, მას მიღებული აქვს ოქტომბრის ხელფასი და ნოემბრის ავანსი 140 ლარი, თუმცა, სამსახურში თითქმის ერთი თვეა აღარ გამოჩენილა. მიუხედავად ამისა, ოფიციალურად კონტრაქტი ”ქართუ ჯგუფს” ხუხუასთან არ შეუწყვეტია და დღემდე „ატუს" თანამშრომლად ითვლება - აცხადებს ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო. მისივე შეფასებით, ”თბილისის მერიისგან აპელირება თემით, რომ ადამიანების პოლიტიკური ნიშნით შერჩევა ხდება, ცინიზმის გამოხატულებაა.”
XS
SM
MD
LG