არაბული ლიგის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ მეტი მეთვალყურე და ადგილზე მეტი დამოუკიდებლობა სჭირდებათ სირიაში ვითარების შესაფასებლად. მინისტრები კაიროში მართავენ შეხვედრას. შეხვედრის მიზანია, შეაფასოს სირიაში ორგანიზაციის მეთვალყურეთა მისიის მუშაობა. კრიტიკოსთა თანახმად, მისიამ, რომელიც 26 დეკემბერს შეუდგა მუშაობას, ვერ მიაღწია სირიის ხელისუფლების მხრიდან დემონსტრანტების მიმართ ძალადობის შეწყვეტას. სირიის ოპოზიციამ არაბულ ლიგას მოუწოდა, აღიაროს, რომ მისია უშედეგო აღმოჩნდა და მოითხოვა, რომ სირიის საკითხი გაეროს გადაეცეს. ამასობაში იტყობინებიან, რომ შაბათს პროვინცია დერააში დეზერტირებთან შეტაკებებში არმიის 11 ჯარისკაცი დაიღუპა.
ყველაზე პოპულარული
1