Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის ქალაქების მოსახლეობამ სოფლისას გადააჭარბა


ჩინეთის ისტორიაში პირველად, ქალაქებში უფრო მეტი ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე სოფლად. ჩინეთის ეროვნული სტატისტიკის ბიუროს მონაცემებით, რომლებიც დღეს გამოქვეყნდა, ქალაქებზე მოდის მოსახლეობის 51,27 პროცენტი. 2011 წლის მიწურულის მონაცემებით, სულ ჩინეთში ცხოვრობს 1,34 მილიარდი ადამიანი. ჩინეთში ურბანიზაციის პროცესი სწრაფად მიმდინარეობს, რადგან სულ უფრო მეტი ადამიანი გადადის სოფლებიდან ქალაქებში საცხოვრებლად, შრომის უკეთ ანაზღაურების იმედით. ამ პროცესის ფონია ჩინეთის ეკონომიკის ზრდა, რომელმაც, მაგალითად, გასულ წელს 9,2 პროცენტი შეადგინა.
XS
SM
MD
LG