Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა ნავთობის მიწოდება შეუწყვიტა საფრანგეთსა და ბრიტანეთს


ირანის ნავთობის სამინისტროს ინფორმაციით, ირანმა გადაწყვიტა აღარ მიჰყიდოს ნავთობი ბრიტანეთისა და საფრანგეთის სანავთობო კომპანიებს. ამის ნაცვლად ირანი ნავთობს სხვა მომხმარებელს მიაწვდის, - ნათქვამია ნავთობის საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ბირთვული პროგრამების გამო გამოცხადებული სანქციების ფარგლებში, ევროკავშირმა გადაწყვიტა შეეჩერებინა ირანული ნავთობის იმპორტი, თუკი თეირანი არ შეწყვეტდა ატომის გამდიდრების სამუშაოებს. ირანი მისი ნავთობის 20 პროცენტს აწვდის ევროკავშირის ქვეყნებს. თუმცა თეირანის ეს გადაწყვეტილება ვერ მოახდენს დიდი გავლენას ევროპის ქვეყნებზე, რადგან საფრანგეთმა უკვე მოახდინა ნავთობის დივერსიფიცირება საუდის არაბეთიდან. დიდი ბრიტანეთიც აცხადებს, რომ აღარ არის დამოკიდებული ირანის ნავთობზე.
XS
SM
MD
LG