Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში აფეთქებამ, სავარაუდოდ, ექვსი ბრიტანელი ჯარისკაცი შეიწირა


ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ვარაუდობენ, რომ ავღანეთში აფეთქების შედეგად დაიღუპა ექვსი ბრიტანელი ჯარისკაცი. სამინისტროს ცნობით, ბრიტანელი სამხედროების დაჯავშნული ავტომანქანა აფეთქდა სამშაბათს, სამხრეთში მდებარე ჰელმანდის პროვინციაში პატრულირებისას. ავღანეთში 2001 წელს საერთაშორისო ძალების სამხედრო ინტერვენციის დაწყების შემდეგ, ამ ქვეყანაში დაღუპულია 400-ზე მეტი ბრიტანელი ჯარისკაცი.
XS
SM
MD
LG