Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის მინისტრის მოადგილე ოპოზიციას მიემხრო


სირიის ნავთობის მინისტრთა მოადგილემ აბდო ჰუსამედინმა განაცხადა მის გადასვლა ოპოზიციაში, რითაც იგი გახდა პირველი სირიელი მაღალჩინოსანი, რომელმაც სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის რეჟიმი დატოვა მას შემდეგ, რაც ერთი წლის წინ სირიის ოპოზიციის გამოსვლები დაიწყო. „იუტუბით“ გავრცელებულ ვიდეოზე ჰუსამედინი აცხადებს, რომ „უერთდება ხალხის რევოლუციას, რომელიც რეჟიმის უსამართლობასა და ძალადობრივ კამპანიას უპირისპირდება.“ სირიის მთავრობას არ გაუვრცელებია ოფიციალური ინფორმაცია ნავთობის მინისტრის მოადგილის გადადგომასთან დაკავშირებით. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლიონ პანეტამ აღნიშნა, რომ სირიაში ძალადობის შესაწყვეტად არც ერთი გადაწყვეტილება არ გამოირიცხება. ოთხშაბათს სენატის საჯარისო სამსახურების კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ შესწავლილი უნდა იყოს, თუ რა ზომით მოხდება სამხედრო ძალების გამოყენება.
XS
SM
MD
LG