Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო კრება ოპოზიციურ პარტიებს ხელისუფლების შესაცვლელად გაერთიანებას სთავაზობს


სახალხო კრება ოპოზიციურ პარტიებს, მათ შორის "ქართულ ოცნებას" ხელისუფლების შესაცვლელად გაერთიანებას სთავაზობს. სახალხო კრების აღმსარულებელი საბჭოს განცხადებით, ერთიანი ოპოზიციური ფრონტის მთავარი მიზანი უნდა იყოს 2012 წლის საპარალმენტო არჩევნებში ხელისუფლების დამარცხება და კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვება, რის შემდეგაც 6 თვის ვადაში ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს. სახალხო კრება მიიჩნევს, რომ ვადამდელ არჩევნებამდე უნდა განხორციელდეს ყველა საჭირო საკანონმდებლო და პოლიტიკური ცვლილება საარჩევნო გარემოს რეალური გაუმჯობესებისა და კონკურენტული გარემოს შესაქმნელად.
XS
SM
MD
LG