არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია "სამოქალაქო განვითარებისთვის" კონტროლის პალატაში გამოძახებული მოქალაქეებისთვის იურიდიული კონსულტაციის გაწევისა და სამართლებრივი დახმარების მიზნით, იურისტების მობილურ ჯგუფებს ქმნის. კოალიციისთვის ხშირ შემთხვევაში გაუგებარია, რას ედავება კონტროლის პალატა რიგით მოქალაქეებს, რომელთა ნაწილი ზეწოლასა და ადვოკატით სარგებლობის უფლების წართმევაზე საუბრობს. მობილური ჯგუფები ჩავლენ ყველა იმ რეგიონში, სადაც ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის აქტივისტების დაკითხვის ფაქტები დაფიქსირდა. არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია აპირებს, გადაამოწმოს კონტროლის პალატის წარმომადგენლების მიერ დაბარებული პირების განცხადებები იმის თაობაზე, რომ დაკითხვისას ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა და განსაკუთრებულ კონტროლს ექვემდებარებოდნენ. დადასტურების შემთხვევაში, კოალიცია მთავარ პროკურატურას შესაბამისი საჩივრით მიმართავს.
ყველაზე პოპულარული
1