შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტზე ანდრია ურუშაძე ზურაბ ჭიაბერაშვილმა შეცვალა და პარლამენტის წინაშე კიდევ ერთხელ დადგა მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის ხელახლა გამოცხადების საჭიროება. რატომ გახდა აუცილებელი აწ უკვე ყოფილი ელჩის, ზურაბ ჭიაბერაშვილის, ჟენევიდან თბილისში ჩამოყვანა? არსებობს მოსაზრება, რომ ეს საკადრო ცვლილება მომავალ არჩევნებს უკავშირდება.
ბოლო დღეებში მოარული ხმები 15 მარტს დადასტურდა და ჯანდაცვის მინისტრის შეცვლის გადაწყვეტილება მედიას თავად პრემიერ-მინისტრმა აცნობა. თუმცა ამ საკადრო ცვლილების მიზანი ბევრისთვის არცთუ გასაგებია იმის გათვალისწინებით, რომ აწ უკვე ყოფილი მინისტრის, ანდრია ურუშაძის, წელიწადნახევრიან მუშაობას ნიკა გილაური საკმაოდ მაღალ შეფასებას აძლევს:
”გასული წელი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წელი იყო ჯანდაცვის რეფორმებში. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. რეალურად შეიცვალა ვექტორი. 90 ახალი საავადმყოფო უკვე აშენდა და ფუნქციონირებს. კიდევ დამატებით 60 ახალი საავადმყოფო აშენდება უახლოესი ერთი წლის განმავლობაში. (საავადმყოფოები) აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით... და ძალიან ბევრი ახალი რეფორმა დაიწყო.”
”ახლა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური ნაწილი”, - დასძინა იქვე პრემიერ-მინისტრმა და სწორედ ამ მიმართულებას მიაბა ჯანდაცვის ახალ მინისტრთან - ზურაბ ჭიაბერაშვილთან - დაკავშირებული იმედებიც. მან თქვა, რომ ჯანდაცვის სექტორში დაწყებული რეფორმების ბოლომდე მიყვანის გარდა, ჭიაბერაშვილის ”მთავარი ფუნქცია სოციალური რეფორმა და სოციალური ნაწილი” იქნება. ახალმა მინისტრმა 15 მარტს მედიის წინაშე სრული მზადყოფნა გამოხატა:
”ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს იმ ეკონომიკური ზრდის შედეგი, რასაც ქვეყანაში აქვს ადგილი, და კეთილდღეობა, რაც დგება ამ ქვეყანაში და რასაც ვაღწევთ ძალიან სერიოზული შრომით, გავრცელდეს ყველა ადამიანზე და ყველასთვის იყოს ეს ხელმისაწვდომი.”
ჯანდაცვის სფეროსთან შეხებაში არასდროსმყოფი ზურაბ ჭიაბერაშვილის ჟენევიდან გამოძახებამ და ჯანდაცვის მინისტრად დანიშვნამ ბევრი დააბნია. ბევრს გაუკვირდა: რატომ ჩამოიყვანეს შვეიცარიიდან მეტად წარმატებული ელჩი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა, მაგალითად, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პროცესში და რომელიც მანამდე, წლების განმავლობაში, არანაკლები წარმატებით უძღვებოდა ევროსაბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის ფუნქციებს? რატომ გახდა აუცილებელი წარმატებული დიპლომატის ჟენევიდან ჩამოყვანა, მაშინ როცა ჟენევა კვლავაც რჩება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს ეპიცენტრად? რატომ მაინცდამაინც ზურაბ ჭიაბერაშვილი?
როდესაც ამ ახალ საკადრო ცვლილებაზე მსჯელობს, რესპუბლიკური პარტიის წევრი, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ზურაბ ჭიაბერაშვილის კარიერაში უფრო ადრეულ პერიოდს იხსენებს, ანუ დროს, როცა ის, ვარდების რევოლუციის შემდეგ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ხელმძღვანელობდა. ხმალაძის ვარაუდით, ჭიაბერაშვილის თბილისში ჩამოყვანა და მისთვის მასშტაბური სამინისტროს დაქვემდებარება, მომავალ არჩევნებს უკავშირდება:
”მას აქვს გარკვეული გამოცდილება ამ სფეროში. ანუ აქვს საარჩევნო ტექნოლოგიების ცოდნა - როგორც დადებითი ტექნოლოგიების, ასევე უკანონო ტექნოლოგიების... თუ გავითვალისწინებთ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რაოდენ ფართო ქსელი აქვს და რაოდენ დიდია ამ სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ პირთა რაოდენობა და გავითვალისწინებთ, მაგალითად, რომ ამ სამინისტროს საქმიანობის ბენეფიციართა შორის არის პენსიონერთა უზარმაზარი არმია და ყველა პენსიონერი ამომრჩეველია... შესაძლოა ეს ყოფილიყო მიზეზი - და ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც კი - ამგვარი საკადრო ცვლილებისა.”
ამგვარ ვარაუდებზე არაფერს ამბობს საპარლამენტო ფრაქცია ”ქრისტიან-დემოკრატების” თავმჯდომარე გიორგი ახვლედიანი; თუმცა ის რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, ჯანდაცვის სფეროში არსებული მძიმე მდგომარეობის გამო, აშკარად კმაყოფილია მინისტრის შეცვლის ფაქტით. რაც შეეხება ახალ მინისტრს, ზურაბ ჭიაბერაშვილს, ქრისტიან-დემოკრატები მას უკვე მომავალ კვირაში შეაფასებენ, როცა ის, სხვა მინისტრებთან ერთად, პარლამენტში წარდგება. აქვე ვთქვათ, რომ 15 მარტს გამოცხადებული საკადრო ცვლილება, კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტის მიერ მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის ხელახლა გამოცხადების პროცედურას საჭიროებს. ეს იმიტომ, რომ 2010 წელს პარლამენტში მთავრობის შემადგენლობის ბოლო დამტკიცების შემდეგ მინისტრების 1/3 შეიცვალა. გიორგი ახვლედიანი, კოლეგებთან ერთად, სწორედ ამ პროცედურისთვის ემზადება:
”ეს იქნება ძალიან სერიოზული, მწვავე, დებატების ფორმატში გადაზრდილი პროცესი, რადგანაც არა მხოლოდ ჯანდაცვის მინისტრი, არამედ აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენი მინისტრებისა, ძალიან მწვავე კრიტიკას იმსახურებს და, შესაბამისად, მათი პოლიტიკა არის კატეგორიულად მიუღებელი ქრისტიან-დემოკრატებისთვის.”
თუკი ხელისუფლებას რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებული მიზნები არ ამოძრავებს, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე დარწმუნებულია, რომ პარლამენტი აუცილებლად გამოუცხადებს ნდობას პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მთავრობის შემადგენლობას. თუმცა ის არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლება შესაძლოა სწორედ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებელ ნიადაგს ამზადებდეს. საქმე ის არის, რომ თუკი პარლამენტმა 3-ჯერ არ გამოუცხადა ნდობა პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მთავრობის შემადგენლობას, კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი უფლებამოსილია შეცვალოს პრემიერ-მინისტრი და დაითხოვოს პარლამენტი.

ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს იმ ეკონომიკური ზრდის შედეგი, რასაც ქვეყანაში აქვს ადგილი ...ნიკა გილაური

არა მხოლოდ ჯანდაცვის მინისტრი, არამედ აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენი მინისტრებისა, ძალიან მწვავე კრიტიკას იმსახურებს ...გიორგი ახვლედიანი