Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილმა „უსუსური და უაზრო“ უწოდა სამოქალაქო რეესტრის დასკვნას


კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა „უსუსური და უაზრო“ უწოდა სამოქალაქო რეესტრის დასკვნას, რომლითაც ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე უარი ეთქვა. „21 აპრილს მე, როგორც საქართველოს მოქალაქე დავაფუძნებ და მივიღებ დაფუძნებაში მონაწილეობას ახალი პარტიის ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა 5 აპრილს თბილისში გამართულ ბრიფინგზე. მისივე თქმით, მოგვიანებით კოალიცია ჩამოყალიბდება ბლოკად „ივანიშვილი - ქართული ოცნება,“ რომლის ლიდერი თავად იქნება და დარჩება პრემიერ–მინისტრობის კანდიდატად. ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ”ქართული ოცნების” გუნდს აქვს პროგრამა და ერთ-ორ კვირაში დაიწყებს ქართველი ხალხის სულისკვეთების წინ წამოწევას და ნელ-ნელა აიძულებს ძალადობას უკან დაიხიოს. ”გპირდებით, რომ შემოდგომისთვის სიტუაციას მოვიტანთ ისეთს, რომ ქართველებს აღარ ექნებათ შიში, თავისუფლად და ლაღად გააკეთებენ სწორ არჩევანს და უარს ვიტყვით მოძალადე სააკაშვილზე“, - განაცხადა ივანიშვილმა.
XS
SM
MD
LG