Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბანი: გაეროს მისია უნდა გაფართოვდეს. კლინტონს ახალი რეზოლუცია სურს


გაეროს გენერალური მდივანი ბან კი-მუნი თვლის, რომ სირიის ხელისუფლება ბოლომდე არ ასრულებს სამშვიდობო გეგმით აღებულ ვალდებულებებს და მისგან კვლავაც მოელიან ”მკაფიო სიგნალს”, რომ ის იცავს მშვიდობას. ბან კი-მუნმა წერილით მიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს. სირიის ხელისუფლებამ ბოლომდე უნდა გაიყვანოს ჯარი ქალაქებიდან. გაეროს გენერალური მდივანსსურს, რომ გაეროს მეთვალყურეთა გაფართოებულ მისიაში 300-მდე შეუიარაღებელი პირი შევიდეს, დამასკი მხოლოდ 250-ზე თანახმა. ისინი დააკვირდებიან სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესრულების პროცესს. პარიზში ”სირიის მეგობართა ჯგუფის” შეხვედრაზე, დასავლეთის და არაბული 14 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა იმსჯელეს იმაზე, თუ რამდენად ასრულებს სირიის ხელისუფლება ცეცხლის შეწყვეტის პირობას. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა პარიზში, მოწოდება გამოთქვა, მიღებულ იქნას გაეროს ახალი რეზოლუცია, რომელიც სირიას იარაღის ემბარგოს და სხვა მკაცრ ზომების დაუწესებს თუ დამასკი არ შეასრულებს ცეცხლის შეწყვეტის პირობებს.
XS
SM
MD
LG