Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ელჩი ავღანეთში: თავდასხმების უკან „ჰაკანის“ დაჯგუფება დგას


აშშ-ის ელჩმა ავღანეთში ხუთშაბათს განაცხადა: უდავოა, რომ პაკისტანში დაფუძნებული „ჰაკანის“ დაჯგუფება დგას ავღანეთში ბოლო ხნის თავდამხმების უკან. 15 აპრილს განხორციელებული ერთდროული იერიშის დროს, ქაბულსა და სამ სხვა პროვინციაში, დაიხოცა 36 მეამბოხე, რვა ავღანელი სამხედრო და სამი მოქალაქე. მართალია, თალიბანმა იკისრა მომხდარის პასუხიმგებლობა, რაიან კროკერი ბრალს „ჰაკანის“ დებს. ჰაკანი თალიბანთა დაკავშირებული ჯგუფია, მასში 4000-მდე მებრძოლი ირიცხება.
XS
SM
MD
LG