Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ნატოს ორი ჯარისკაცი მოკლეს


ავღანეთში ნატოს ორი ჯარისკაცი დაიღუპა, სავარაუდოდ, ექსტრემისტების სარაკეტო იერიშის შედეგად. საინფორმაციო სააგენტო“ ფრანს პრესი“ ავღანელი ოფიციალური პირებისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ თავდასხმა მოეწყო აღმოსავლეთში მდებარე კუნარის პროვინციაში, ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების (ISAF-ის) ბაზასთან. დაიჭრა ექვსი უცხოელი ჯარისკაცი. ჯერ არ გავრცელებულა ინფორმაცია დაღუპულებისა და დაჭრილების ეროვნებაზე.
XS
SM
MD
LG