Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიაში საპრეზიდენტო არჩევნების მორიგი ტური ტარდება


სერბიაში საპრეზიდენტო არჩევნების მორიგი ტური ტარდება. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, მოქმედი პრეზიდენტი ბორის ტადიჩი უსწრებს მის მეტოქეს, ტომისლავ ნიკოლიჩს. კენჭისყრის პირველ ტურში, რომელიც 6 მაისს გაიმართა, ტადიჩმა ოდნავ გაუსწრო ნიკოლიჩს. ნიკოლიჩი აცხადებს, რომ კენჭისყრა გაყალბებული იყო, მაგრამ საარჩევნო კომისიამ ამის დამადასტურებელი საბუთები ვერ აღმოაჩინა. პირველი ტურის შემდეგ ტადიჩმა მოიპოვა სერბიის სიდიდით მესამე პარტიის, სოციალისტების მხარდაჭერა.
XS
SM
MD
LG