ჩიკაგოში გრძელდება ნატოს სამიტი, რომლის ფარგლებშიც დღეს
გაიმართება ალიანსის წევრი სახელმწიფოებისა და საქართველოს, ბოსნის და ჰერცოგოვინის, მონტენეგროსა და მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჩიკაგოში, ახალგაზრდა ატლანტიკოსთა სამიტზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ნატოს ასპირანტად საქართველოს დასახელება ბალკანურ ქვეყნებთან ერთად, სამიტისგან მიღებული ერთ-ერთი მთავარი პოზიტიური ელემენტია. მისივე თქმით, საქართველო არ იქნებოდა კმაყოფილი იმით, თუ ჩიკაგოს სამიტი მხოლოდ დაადასტურებდა ნატოს ღია კარის პოლიტიკას და 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო ერთ დღეს ნატოს წევრი გახდება. ”კარგად ვიცით, რომ ნატოში ჩვენი ინტეგრაცია გარკვეულ პერიოდთან არის დაკავშირებული და კიდევ ბევრი რეფორმაა განსახორციელებელი, მაგრამ საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები და ქვეყნის კურსი ურყევია”, - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა. მისი თქმით, საქართველოს ასპირანტ ქვეყნად მიჩნევის გარდა, ნატოს ჩიკაგოს სამიტის გადაწყვეტილებები მოიცავს სხვა მნიშვნელოვან ელემენტებსაც, მათ შორის ქვეყნის პროგრესისა და რეფორმების აღიარებას. სააკაშვილის თქმით, სამიტის საბოლოო კომუნიკეს პროექტში ასევე ასახულია მოწოდება რუსეთისადმი, ანალოგიური ქმედებით უპასუხოს საქართველოს დეკლარაციას ძალის გამოუყენებლობის შესახებ.