Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სახალხო კრება“ უერთდება „ქართული ოცნების“ აქციას


პოლიტიკური გაერთიანება "სახალხო კრების" აღმასრულებელმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სოლიდარობისა და თანადგომის მიზნით, დღეს, "ქართული ოცნების" აქციაზე მივიდეს. „ქვეყნის გადასარჩენად ყველა რეალურად ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალამ გვერდზე უნდა გადადოს საკუთარი პოლიტიკური ამბიციები და მიუხედავად მათი განწყობისა და პოლიტიკური შეხედულებებისა, უნდა დაემორჩილონ ხალხის მოთხოვნას - იყვნენ ერთმანეთისადმი სოლიდარულნი“, - ნათქვამია "სახალხო კრების" პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 26 მაისს სამების საკათდერო ტაძარში, სადაც 2011 წლის 26 მაისის მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნის პარაკლისის ჩატარდა, კოალცია "ქართული ოცნების" ლიდერმა და "სახალხო კრების" ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ერთამენთს ხელი ჩამოართვეს, რასაც ეკლესიაში მყოფი ადამიანები ტაშით შეხვდნენ. კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ მიტინგზე მისვლის სურვილი უკვე გამოხატეს რამდენიმე პოლიტიკური პარტიისა და საზოგადოებრივი მოძრაობის წევრებმა.
XS
SM
MD
LG