Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შალვა ნათელაშვილი: ფულზე აცუნდრუკებული ერი ვართ


თბილისში 27 მაისს გამართული აქცია, რომლითაც ”ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო კამპანია დაიწყო, ”ფულის მუთაქის და ხალხის გარიგებად” შეაფასა დღეს ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა. "საუბედუროდ კიდევ ერთხელ დავუმტკიცეთ დედამიწას, რომ ვართ ფულზე აცუნდრუკებული ერი, რომელიც, როცა სამშობლოს ართმევენ და შვილებს უკლავენ, სახლში ზის, ხოლო ფულის ტომრების პირველსავე დასტვენაზე ქუჩაშია”, - განაცხადა დღევანდელ პრესკონფერენციაზე შალვა ნათელაშვილმა. მან ივანიშვილს უწოდა "შიშველი დოლარი" და "იარაღის კონტრაბანდით პოლიტიკურ ასპარეზზე ამერიკელების დავალებით გამოსული.”
XS
SM
MD
LG