Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ბაქრაძის განცხადებით, ბანკებისგან ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კამპანიის დაფინანსებას არ მოითხოვენ


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბანკებისგან ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კამპანიის დაფინანსებას მოითხოვენ. დავით ბაქრაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაფინანსებას აქვს წესები, რომლებიც დაცული იქნება. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ბანკების თანამშრომლების გარდა, ის დევნილებს და პედაგოგებსაც შეხვდა და მედიას შეუძლია იმავე წარმატებით თქვას, რომ სახელისუფლო გუნდის საარჩევნო კამპანიას დევნილები, ან პედაგოგები აფინანსებენ. ბაქრაძემ განაცხადა, რომ მსგავსი შეხვედრები არც გასაიდუმლოებულია და არც დახურული და არგუმენტად ის მოიყვანა, რომ მედიას გამოსვლების სრული ტექსტები აქვს ხოლმე. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ”ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა და არაფერი არ ხდება ისეთი, არც გარეთ არ ითქმება."
XS
SM
MD
LG