Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”დიდი ოცეულის” ლიდერებმა შემაჯამებელი დეკლარაცია მიიღეს


მექსიკის ქალაქ ლოს-კაბოსში დამთავრდა ”დიდი ოცეულის” ლიდერების შეხვედრა. შეხვედრის მონაწილეებმა შემაჯამებელი დეკლარაცია მიიღეს. მასში ძირითადად აღნიშნულია, რომ ერთობლივი გადაწყვეტილების მიხედვით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეზერვი 430 მილიარდი დოლარით უნდა გაიზარდოს. ”ოცეულის” ლიდერები ასევე შეთანხმდნენ სტაბილური ევროს ზონის შენარჩუნებაზე. მათ გამოთქვეს იმედი, რომ ითანამშრომლებენ საბერძნეთის მომავალ ხელისუფლებასთან და ევროს ზონის სახელმწიფოებთან.
XS
SM
MD
LG