ნატოს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, ნატო მხარში უდგას თურქეთს სირიასთან დაპირისპირებაში, რომელიც გაამწვავა სირიის მიერ გასულ კვირაში თურქეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებამ. „ალიანსის უსაფრთხოება განუყოფელია. ჩვენ მხარში ვუდგავართ თურქეთს, ძლიერი სოლიდარობის სულისკვეთებით“, განაცხადა რასმუსენმა ბრიუსელში ნატოს ელჩების შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით, შეხვედრაზე არ უმსჯელიათ ნატოს ქარტიის მე-5 მუხლის ამოქმედებაზე, რაც მოჰყვებოდა თვითმფრინავის ჩამოგდების მთელს ალიანსზე თავდასხმად მიჩნევას. ნატოს ელჩების შეხვედრამდე ანკარამ განაცხადა, რომ ნატოელ მოკავშირეებს სთხოვს მე-5 მუხლის ამოქმედებას, რათა დახმარება მიიღოს სირიიდან მომდინარე საფრთხისაგან საზღვრის დასაცავად.
ყველაზე პოპულარული
1