კენიაში, სომალის საზღვრის მახლობლად, მიმდინარეობს სომალელი ისლამისტების მიერ გატაცებული ნორვეგიის ჰუმანიტარული ორგანიზაციის ოთხი თანამშრომლის ძებნა. ადრე იტყობინებოდნენ, რომ სამხედროები ცდილობენ დაჯგუფება „ალ-შაბააბის“ წევრებს სომალიში გასაქცევი გზები გადაუკეტონ. ოპერაციის შესახებ დეტალები უცნობია. კენიის ხელისუფლებამ დღეს განაცხადა, რომ გატაცებულია ორი ქალი და ორი მამაკაცი - ნორვეგიის, ფილიპინების, კანადისა და პაკისტანის მოქალაქეები.
ყველაზე პოპულარული
1