Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში ისლამისტებმა საპროტესტო გამოსვლა მოაწყვეს


ათასობით ისლამისტი გაჰყვიროდა ლოზუნგს - „სიკვდილი ამერიკას“ საპროტესტო გამოსვლისას, რომელიც ჯამრუდში, ავღანეთსა და პაკისტანს შორის სასაზღვრო გამშვებ პუნქტ თორხამთან გაიმართა. გამოსვლა მოაწყო „ჯამაათ-ე-ისლამმა“, მემარჯვენე და ისლამისტური ჯგუფების კოალიცია, „დაიცავი პაკისტანის“ წამყვანმა წევრმა. აქციის მონაწილეები პროტესტს გამოთქვამდნენ ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმებისდა შვიდთვიანი სატრანსპორტო ბლოკადის გაუქმების გამო. ავღანეთში ნატოს ჯარების მომარაგების აღდგენა პაკისტანის გავლით 3 ივლისს აღდგა ამ ბლოკადის შემდეგ, რომელიც მოჰყვა ნოემბერში, ნატოს ჯარს მიერ 24 პაკისტანელი სამხედროს დახოცვას. ადგილობრივი ადმინისტრაციის თანახმად, აქციაში 18-დან 20-ათასამდე პირი მონაწილეობდა.
XS
SM
MD
LG