Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა სერგეი კაპიცა


მოსკოვში, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი რუსი მეცნიერი, აკადემიკოსი სერგეი კაპიცა. კაპიცა არაერთი წიგნისა და სამეცნიერო სტატიის ავტორია. მასვე ეკუთვნის 14 გამოგონება და ერთი აღმოჩენა. გარდა ამისა, მან შექმნა დედამიწის მოსახლეობის ჰიპერბოლური ზრდის მათემატიკური მოდელი. სერგეი კაპიცა კლიოდინამიკის ერთ-ერთი ფუძემდებელია. საბჭოთა პერიოდში კაპიცამ სახელი მოიხვეჭა, როგორც მეცნიერების პოპულარიზატორმა. მრავალი წლის განმავლობაში იგი უძღვებოდა სატელევიზიო პროგრამას „აშკარა - დაუჯერებელი“ და რედაქტორობდა ჟურნალს „მეცნიერების სამყაროში“.
XS
SM
MD
LG