Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ბი-ბი-სი”-ს ხელმძღვანელი ”ნიუ იორკ ტაიმს”-ს ჩაუდგება სათავეში


”ბი-ბი-სი”-ს ხელმძღვანელი მარკ ტომპსონი კორპორაციის გენერალური დირექტორის პოსტს დატოვებს და ნოემბრიდან ”ნიუ იორკ ტაიმს”-ს ჩაუდგება სათავეში. ტომპსონი ერთდროულად ორ თანამდებობას შეითავსებს - პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის. ”ნიუ იორკ ტაიმს”-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაზეთი იმედს ამყარებს მარკ ტომპსონის გამოცდილებაზე ახალ მედია-ტექნოლოგიებში. ბოლო წლებში გაზეთი დიდ ყურადღებას უთმობდა ელექტრონული ვერსიის განვითარებას. მარკ ტომპსონის მომავალი ხელფასი ჯერჯერობით არ არის ცნობილი. ახლანდელ პოსტზე მისი ხელფასი წელიწადში 670 გირვანქა სტერლინგს აჭარბებს.
XS
SM
MD
LG