Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთში საპარლამენტო ფრაქციამ მმართველი კოალიცია დატოვა


ყირგიზეთის „არ-ნამის“ (ღირსება) პარტიამ გამოაცხადა სამშაბათს, რომ ტოვებს მმართველ კოალიციას. "არ-ნამის" გადაწყვეტილება, პარტიის განცხადებით, გამოწვეულია პრემიერ-მინისტრის, ომურბეკ ბაბანოვის მხრიდან „კოალიციური შეთანხმების სისტემატური დარღვევით“. კოალიცია შეიძლება დატოვოს სხვა წევრმაც, „ატა -იურტმაც“ (მამული), რომელიც გადაწყვეტილებას ხვალ გამოაქვეყნებს. ამ ორი პარტიის გასვლას კოალიციიდან შეიძლება მოჰყვეს კოალიციის სრული დაშლა და პრემიერის გადადგომა. კოალიციას პარლამენტის 120 ადგილიდან 92 ეკუთვნის.
XS
SM
MD
LG