თურქმენეთის მეორე პოლიტიკური ძალა, მრეწველთა და მეწარმეთა პარტია დაფუძნდა დღეს აშხაბადში. ქვეყნის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელთა კონგრესმა დაამტკიცა პარტიის წესდება და პროგრამა, აირჩია პარტიის თავმჯდომარე და ცენტრალური კომიტეტი. თურქმენეთის ავტორიტარულმა მმართველმა, გურბანგული ბერდიმუხამედოვმა წლის დასაწყისში გასცა განკარგულება, რომ უნდა „შეწყდეს“ ქვეყანაში ერთპარტიული, დემოკრატიული პარტიის მმართველობა. თურქმენეთის მთავრობის მარტის დაპირებით, უნდა დაფუძნებულიყო ორი, სოფლის მეურნეობის და მეწარმეთა პარტიები. თურქმენეთში შემდეგი საპარლამენტო არჩევნები გაისად გაიმართება.
ყველაზე პოპულარული
1