რუსეთის სათათბიროს კომისიამ, რომელიც დეპუტატების შემოსავლების და ქონების შესახებ მონაცემების სანდოობას აკონტროლებს, პალატას რეკომენდაცია გაუწია, განიხილოს გენადი კუდკოვისთვის დეპუუტატის მანდატის ჩამორთმევის საკითხი. გუდკოვი ფრაქცია „სამართლიანი რუსეთის“ ხელმძღვანელის მოადგილეა. კომისიამ დასაბუთებულად მიიჩნია საგამოძიებო კომიტეტის მიერ მიწოდებული მასალა. აგვისტოს ბოლოს აღძრა ამ უწყებამ საქმე გუდკოვის წინააღმდეგ, რომ თითქოს მას კავშირი აქვს დამცავი ფირმის საქმიანობასთან. გუდკოვი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ეს გასამართლების გარეშე პოლიტიკური ანაგარიშსწორებაა მისი ოპოზიციური საქმიანობის გამო.
კომისიამ რეკომენდაცია მისცა დუმას ოპოზიციონერი დეპუტატისთვის მანდატის ჩამორთმევის შესახებ
ყველაზე პოპულარული
1