Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ კრიტიკული შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა


1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ არსებული საარჩევნო გარემო „პოლარიზებულია“ და ხასიათდება „ხშირი საჯარო ბრალდებებით, რომლებსაც პოლიტიკური მოწინააღმდეგეები ერთმანეთს უყენებენ“, ნათქვამია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის არჩევნებზე გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის პირველ შუალედურ ანგარიშში. ანგარიშის თანახმად, OSCE/ODIHR-მა სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრებზე სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა „გამოხატეს წუხილი ადმინისტრაციული რესურსების პოტენციურად გამოყენების, საჯარო მოხელეების მიერ წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების, დაწესებული ჯარიმების, (რომელთა ოდენობაც მათი აზრით გადაჭარბებულია) და საკუთრების დაყადაღების თაობაზე. მათი განცხადებით, ხდება საჯარო სამსახურებში დასაქმებული ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების დაშინება, სიძულვილის ენის გამოყენება და ამომრჩეველთა დაშინება“. ანგარიშში ცალკე თავი ეძღვნება წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების საკითხს, რაც, დოკუმენტის თანახმად, “მნივშენლოვან და წინააღმდეგობრივ საკითხად იქცა“. პარტიებისა და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების წესები საქართველოში მას შემდეგ გამკაცრდა, რაც მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა შარშან პოლიტიკაში ჩართვის შესახებ გააკეთა. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის არჩევნებზე გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიამ მუშაობა საქართველოში 22 აგვისტოს დაიწყო და 44 კაცისაგან შედგება.
XS
SM
MD
LG