Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიგოლ ვაშაძე დემოკრატიული პროცესის გამოხატულებად მიიჩნევს საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევას


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მიერ არჩევნებამდე 7 თვით ადრე საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევა, არცერთ პოლიტიკურ ძალას და ხალხს არჩევნებზე შეკითხვებს აღარ უნდა უჩენდეს. ბულგარეთის, ლატვიის, ლიტვის, რუმინეთისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გრიგოლ ვაშაძემ დემოკრატიული პროცესის გამოხატულება უწოდა 2 ათასზე მეტი დამკვირვებლის მოწვევას საპარლამენტო არჩევნებამდე 7 თვით ადრე. ”თუ ყველანი ვთანხმდებით, რომ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის და ევროსაბჭოს აზრი არის ის, რაც უნდა გავითვალისწინოთ, არცერთ პოლიტიკურ ძალას და ხალხს შეკითხვები არ უნდა გაუჩნდეს" - განაცხადა ვაშაძემ. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა საქართველოში სადამკვირვებლო მისიის შესრულება 1 ოქტომბრის არჩევნებამდე მხოლოდ 40 დღით ადრე, 22 აგვისტოდან დაიწყო.
XS
SM
MD
LG