Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თიქრითში ციხეს შეიარაღებული მეამბოხეები აკონტროლებენ


ერაყიდან ვრცელდება ცნობები, რომ შეიარაღებულმა მეამბოხეებმა თიქრითის ციხეს აკონტროლებენ. მანამდე მათსა და ციხის ბადრაგს შორის შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც პატიმრების ნაწილმა გაქცევა მოახერხა. განსხვავებული ცნობები ვრცელდება იმის შესახებ, თუ რით დაიწყო ციხის არეულობა - გარედან თავდასხმით, შიდა ამბოხით, თუ ორივეთი ერთად. ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ხუთშაბათს შეიარაღებული პირები დაესხნენ ციხეს, რასაც წინ უძღოდა ციხის მთავარ შესასვლელთან დანაღმული მანქანის აფეთქება. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, შეტაკებისას ორი პოლიციელი დაიღუპა. თიქრითში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. გაქცეული პატიმრების რაოდენობა დაუზუსტებელია. თიქრითის ციხესი რამდენიმე ასეული პატიმარი იყო და ბევრი მათგანი ალ-ყაიდასთან კავშირში იყო ეჭვმიტანილი.
XS
SM
MD
LG