Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში კონფლიქტის 11 წლის განმავლობაში დაღუპულ ამერიკელ სამხედროთა რიცხვმა 2000-ს მიაღწია


ავღანეთში კონფლიქტის 11 წლის განმავლობაში დაღუპულ ამერიკელ სამხედროთა რიცხვმა ორი ათასს მიაღწია. ეს მოხდა შაბათს, პროვინცია ვარდაკში, საგუშაგოზე მომხდარი თავდასხმისას, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, ადგილობრივი უშიშროების სამსახურის თანამშრომელმა განახორციელა. შეერთებული შტატების სამხედრო ხელმძღვანელობის თანახმად, თავდასხმას ამერიკის სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. მანამდე ნატოს ხელმძღვანელობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამხედრო ბაზის მახლობლად სროლისას დაიღუპა უცხოელი ჯარისკაცი, ასევე ავღანელი, რომელიც კონტრაქტით მუშაობდა ბაზაზე. ავღანეთის მხარე იუწყებოდა ორი ადგილობრივი სამხედროს დაღუპვის შესახებ. დაიღუპა თუ არა თავად თავდამსხმელი, არ არის ცნობილი. მიმდინარე წელს უცხოელ სამხედროებზე ავღანეთის სამხედროთა თავდასხმების გახშირების გამო ნატომ შეაჩერა ავღანელებთან ერთობლივი ოპერაციები. რამდენიმე დღის წინ გამოაცხადეს ამ რეიდების განახლების შესახებ, მაგრამ ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ უსაფრთხოების სფეროში მომავალ თანამშრომლობას შეიძლება საფრთხე შეექმნას.
XS
SM
MD
LG