Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის პრეზიდენტი მსოფლიოს თანამეგობრობას გადამჭრელი ზომებისკენ მოუწოდებს


თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულმა მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდა უფრო აქტიურად იმოქმედონ სირიის კონფლიქტის მოსაწესრიგებლად. ორშაბათს ანკარაში სიტყვით გამოსვლისას, გიულმა აღნიშნა, რომ სამხედრო მოქმედებების სირიაში შესაძლოა სხვა ქვეყნებსაც გადაედოს. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თურქეთი მზად არის ყველა საშუალებით დაიცვას მისი საზღვრები. საზღვრისპირა რეგიონებიდან მიღებული ცნობების თანახმად, ორშაბათს თურქეთის არტილერიამ ნაღმსატყორცნებიდან სროლების პასუხად, კვლავ დაბომბა სირიის ტერიტორია, რაიონში თურქეთის არმიის დამატებითი ძალებია გადასროლილი.
XS
SM
MD
LG