Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთ აზიაში დაძაბულობა მატულობს


დაძაბულობა სულ უფრო მატულობს აღმოსავლეთ აზიაში. ამის მიზეზია ორი კორეის მიერ ერთმანეთის საწინააღმდეგოდ გაკეთებული სამხედრო მუქარების შემცველი განცხადებები და ჩინეთის სამხედრო-საზღვაო მანევრები, რაც პასუხად მოჰყვა იაპონიის მიმართ პეკინის ტერიტორულ პრეტენზიებს. სამხრეთ კორეამ პარასკევს გააფრთხილა ფხენიანი, რომ იგი კონტრშეტევით უპასუხებს ჩრდილოეთ კორეის სამხედროების მიერ განხორციელებულ ნებისმიერ შეტევას. ცოტა ხნის წინ, ფხენიანი დაიმუქრა, რომ ცეცხლს გაუხსნიდა სამხრეთ კორეას, თუკი ამ ტერიტორიაზე მცხოვრები აქტივისტები კვლავ გაბედავენ გადმოსვლას და საჰაერო ბურთებიდან პროკლამაციების გადმოყრას, როგორც ეს მათ ორშაბათს გააკეთეს. პარალელურად ჩინეთი სამხედრო-საზღვაო მანევრებს ატარებს იმ ფონზე, როდესაც უკიდურესად დაიძაბა სიტუაცია იაპონიის იმ სამ კუნძულზე, რომლებზეც სამი ქვეყანა ჩინეთი, ტაივანი და იაპონია გამოთქვამს პრეტენზიას.
XS
SM
MD
LG