Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"პუსი რაიოტის" ორი წევრი კოლონიებში გადაიყვანეს


პანკ-ჯგუფ "პუსი რაიოტის" ორი მსჯავრდებული წევრი მარია ალიოხინა და ნადეჟდა ტოლოკონიკოვა ორ სხვადასხვა კოლონიაში გადაიყვანეს - პერმის მხარესა და მორდოვეთში. ეს ინფორმაცია ”გაზეტა.რუ”-ს ტოლოკონიკოვას მეუღლემ - პიოტრ ვერზილოვმა მიაწოდა. დღეს ”ტვიტერში” არტ-ჯგუფ ”ვოინას" აქტივისტებმა დაწერეს, რომ 20 ოქტომბერს მოხდა ალიოხინას გადაყვანა პერმის მხარეში არსებულ კოლონიაში, რაც ოფიციალურად არ დასტურდება.
XS
SM
MD
LG