აშშ-ის ფლორიდის შტატის ქალაქ ბოკა რატონში ჩატარდა ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატთა მესამე, დასკვნითი რაუნდი. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და რესპუბლიკელმა კანდიდატმა მიტ რომნიმ საგარეო პოლიტიკის საკითხებზე იკამათეს. დებატებისას მიტ რომნიმ თქვა, რომ ბარაკ ობამა არასაკმარის ძალისხმევას ატანდა ირანის პრობლემას. მან თქვა. რომ ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობა ირანთან კიდევ უფრო მკაცრი უნდა იყოს. თავის მხრივ, ობამამ განაცხადა, რომ რომნი არ არის მზად გახდეს უმაღლესი მთავარსარდალი და რომ მისი პოზიცია საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით არამდგრადია და ხშირად იცვლება. მან ასევე ბრალი დასდო რომნის, რომ ის ჯერ კიდეც 80-იანი წლების ცივი ომის კატეგორიებით აზროვნებს, განსაკუთრებით რუსეთთან მიმართებაში. რომნიმ ამას უპასუხა, რომ მთავარ საფრთხედ მას დღეს თეირანი მიაჩნია და არა მოსკოვი. უკანასკნელი გამოკითხვების თანახმად ობამასაც და რომნისაც ამომრჩეველთა დაახლოებით 47 პროცენტი უჭერს მხარს.ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები 6 ნოემბერს ჩატარდება.
ყველაზე პოპულარული
1