Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნორდ ოსტის“ ტრაგედიიდან 10 წელი გავიდა


26 ოქტომბერს 10 წელი შესრულდა მოსკოვის „დუბროვკის“ თეატრის შენობაში განხორციელებული სისხლიანი ანტიტერორისტული სპეცოპერაციიდან. ტერორისტებთან სამდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სპეცდანიშნულების ნაწილი გაუფრთხილებლად შეიჭრა თეატრის შენობაში, რასაც წინ უძღოდა მომაკვდინებელი გაზის გაშვება. შტურმის შედეგად დაიღუპა 129 მოქალაქისა და 41 ტერორისტი. დაღუპულთა ნათესავები „ნორდ-ოსტის“ ტრაგედიაში ადანაშაულებენ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, რომლის ბრძანებითაც შტურმის დაწყებამდე თეატრალური ცენტრის შენობაში მომაკვდინებელი გაზი გაუშვეს. დაღუპულთა მშობლებმა რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში შეიტანეს საჩივარი, რომელიც სასამართლომ დააკმაყოფილა და რუსეთის ხელისუფლებას 64 მოსარჩელისათვის 1.3 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა. სასამართლოს გადაწყვეტილებით შეგულიანებულმა მშობლებმა გასულ თვეს ოფიციალურად მიმართეს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს, რათა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით ჩატარდეს ახალი გამოძიება და საზოგადოებამ მთელი სიმართლე შეიტყოს 10 წლის წინანდელი საშინელი ტრაგედიის გაუხმაურებელ დეტალებზე.
XS
SM
MD
LG