Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსჯავრდებულთა ოჯახის წევრები რუსთავის საპატიმროში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას მოითხოვენ


რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან შეიკრიბნენ მსჯავრდებულთა ოჯახის წევრები, რომლებმაც საპატიმროში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის მიღება პირადად დაწესებულების ახალი დირექტორისგან მოითხოვეს. ისინი პატიმრებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ რუსთავის დაწესებულებაში განახლდა მუქარა და დაშინება. საპატიმროში ვითარების გასაცნობად იმყოფებოდნენ საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს წევრები. ერთ-ერთი მათგანის, სააგენტო ინტერპრესნიუსის კორესპონდენტის ცნობით, პატიმრების დიდი ნაწილი ციხის ახალი დირექტორის, ლევან აბურჯანიას თანამდებობიდან გათავისუფლებას მოითხოვს და ირწმუნება, რომ ის პატიმრებს ძალადობით და სპეცრაზმელებით ემუქრება. თავის მხრივ, ლევან აბურჯანიამ მუქარის ფაქტი უარყო და ინტერპრესნიუსს განუცხადა, რომ რუსთავის დაწესებულების ე.წ. „მაყურებლები“ ქურდული მმართველობის დამყარებას ცდილობენ, რასაც არ შეეგუება.
XS
SM
MD
LG