Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბაჩანა ახალაია წინასწარ პატიმრობაში რჩება


თავდაცვის და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩანა ახალაია წინასწარ პატიმრობაში რჩება. თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ახალაიას ადვოკატების მიმართვა აღკვეთის ღონისძიების გირაოთი, ან თავდებით შეცვლის თაობაზე და უცვლელად დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ადვოკატებმა მიიტანეს ჩანაწერი, რომლის თანახმად, ერთ-ერთი მოწმე ახალაიას წინააღმდეგ მიცემულ ჩვენებას ზეწოლის შედეგად აცხადებს. თუმცა სააპელაციო სასამართლომ ამ მასალის გათვალისწინებაზე უარი თქვა. მოსამართლემ განმარტა, რომ პროცესი აღკვეთის ღონისძიების საკითხს შეეხებოდა და ადვოკატებს ურჩია, ჩანაწერი გამოძიებას გადასცენ. განხილვის დასრულების შემდეგ, ბაჩანა ახალაიას ერთ-ერთმა ადვოკატმა ბაჩუკი ყურაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლოა, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გასაჩივრდეს.
XS
SM
MD
LG