Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი ითხოვს ანტისარაკეტო სისტემას სირიისაგან თავის დასაცავად


თურქეთი ნატოს მიმართავს თხოვნით, მის ტერიტორიაზე განათავსოს „პეტრიოტის“ კლასის ანტისარაკეტო სისტემა. ალიანსის განმარტებით, ანკარა ასეთ დახმარებას ითხოვს სირიიდან იერიშებისაგან საჰაერო თავდაცვის უზრუნველსაყოფად. ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, ალიანსი არ დააყოვნებს თურქეთის მიმართვის განხილვას. რასმუსენის შეფასებით, თურქეთში „პეტრიოტის“ კლასის ანტისარაკეტო სისტემის განთავსება ხელს შეუწყობდა კრიზისის განმუხტვას ნატოს სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვარზე. ნატოს წევრებს შორის მხოლოდ შეერთებული შტატების, გერმანიისა და ნიდერლანდის სამხედრო არსენალებშია „პეტრიოტის“ კლასის რაკეტები. გეგმის მიხედვით, ნატოს დელეგაცია მომავალ კვირაში ჩავა თურქეთში, „პეტრიოტის“ რაკეტების განსათავსებელი ადგილების შესარჩევად.
XS
SM
MD
LG