Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთი მორიგ ფინანსურ ტრანშს მიიღებს


ევროზონის ფინანსთა მინისტრები და საერთაშორისო სავალუტო ფონდი შეთანხმდნენ საბერძნეთისთვის მორიგი ტრანშის გამოყოფაზე. ბრიუსელში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მონაწილეები შეთანხმდნენ საბერძნეთის ვალის 40 მილიარდი ევროთი - 2020 წლისთვის საბერძნეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 124%-მდე შემცირებაზე. ამრიგად, საბერძნეთი შეძლებს მორიგი ფინანსური დახმარების მიღებას, რაც 44 მილიარდ ევროს შეადგენს და დეკემბერში ხელფასებსა და პენსიებს დაფარავს. საერთაშორისო კრედიტორები საბერძნეთს 240 მილიარდ ევროს დაპირდნენ. დღემდე ქვეყანამ 150 მილიარდი ევრო მიიღო.
XS
SM
MD
LG