Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში მაისისთვის გეგმავენ საპარლამენტო არჩევნებს


პაკისტანის ინფორმაციის მინისტრის, ყამარ ზამარ კაირას განცხადებით, მაისისთვის იგეგმება ქვეყანაში საყოველთაო არჩევნების ჩატარება. კაირამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ვერაფერი გადადებს ამ თარიღს „სტიქიური უბედურების“ გარდა. ხოლო საინფორმაციო სააგენტო "ფრანს-პრესის" ცნობით, მას პაკისტანის პრეზიდენტის პრესმდივანმა უთხრა, რომ არჩევნების ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია და მასზე მმართველი პარტია (პაკისტანის სახალხო პარტია) უნდა მოელაპარაკოს კოალიციაში შემავალ პარტნიორებს. პაკისტანის მთავრობა მარტში უნდა გადადგეს და დროებით მთავრობას ჩააბაროს არჩევნების გამართვაზე პასუხისმგებლობა. ეს იქნება საპარლამენტო არჩევნები პირველად მას შემდეგ, რაც პაკისტანში მმართველობის სრულ, ხუთწლიან ვადას ამოწურავს დემოკრატიულად არჩეული სამოქალაქო მთავრობა, რათა ძალაუფლება გადააბაროს ახალ, ასევე არჩეულ მთავრობას. წინა მთავრობებს ან სამხედრო გადატრიალების შედეგად ამხობდნენ, ან მათ პრეზიდენტის ბრძანებით დაშლა უწევდათ.
XS
SM
MD
LG