Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი: ”10 %-ით მაინც მოვახერხებთ ტარიფების დაწევას”


საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ვარაუდით, საქართველოში ტარიფები 10%-ით დაიწევს. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. ”ტარიფებზე მუშაობა გრძელდება. ჩვენ პროგრამაში არ გვეწერა, რომ ტარიფები განახევრდებოდა, თუმცა ცალკეულ საუბრებში ამაზე ვლაპარაკობდით და შეიძლება გადაჭარბებულადაც, თუმცა ვფიქრობ, რომ მინიმუმ 10%-ით მაინც მოვახერხებთ ტარიფების დაწევას, განახევრებაზე კი საუბარი არა არის”, - ამბობს ბიძინა ივანიშვილი.
XS
SM
MD
LG