ირანი ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოსაგან მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეწყდეს გამოძიება ბრალდებასთან დაკავშირებით, რომ ირანის ბირთვული პროგრამა შესაძლოა, ბირთვული იარაღის შექმნას ემსახურებოდეს. ატომურ სააგენტოში ირანის ელჩმა, ასღარ სოლტანეიმ დღეს განაცხადა ვენაში, სააგენტოს მმართველთა საბჭოს სხდომაზე, რომ თეირანმა უკვე უპასუხა ყველა შეკითხვას მის ბირთვულ პროგრამაზე. მისი თქმით, სააგენტოს არ უპოვია მტკიცებულებები და გამოძიების გაგრძელების მიმართ ინტერესი აქვთ მხოლოდ დასავლეთის სახელმწიფოებს, უწინარეს ყოვლისა, შეერთებულ შტატებს. სოლტანიეს ამ გამოსვლის შემდეგ საეჭვოა, მოხერხდეს ირანთან თანამშრომლობაზე შეთანხმება 13 დეკემბერს, როცა თეირანში ჩავა ატომური ენერგეტიკის სააგენტოს ოფიციალური დელეგაცია.
ყველაზე პოპულარული
1